წყალწაღებულმა „ვალენსიამ“ ცოტა თვალებში გამოიხედა და შინ მესამეადგილოსანი „რეალ სოსიედადი“ 1:0 დაამარცხა. ამაში კი ძალიან დიდია გიორგი მამარდაშვილის წვლილი – ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მამარდაშვილმა პირველ ტაიმში ორი სახიფათო შეტევა მოიგერია (მე-10 და მე-17 წუთებზე), იგივე მოხდა მეორე ტაიმშიც. 47-ე წუთზე მარცხენა ქვედა კუთხეში დარტყმული ბურთი ნახტომში შეაჩერა.
მამარდაშვილს sofascore-მა 7,7 ქულა დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასებაა. ქართველმა მეკარემ ოდნავ ნაკლები ქულა მიიღო Whoscored-სგან– 7.3 ქულა, მაგრამ ესეც საუკეთესო შეფასებაა ორივე გუნდში.
გაუთავებელი წაგებები „ვალენსიამ“ 23-ე ტურში შეწყვიტა, გუნდს ახლა 23 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე აინაცვლა, ანუ დატოვა გასავარდნი ზონა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ კონკურენტებს „ხეტაფეს“ და „ალმერიას“ ტურის მატჩები ჯერ სათმაშო აქვთ.
თავად „ვალენსია“ კი მომდევნი შეხვედრას თვით „ნოუ კამპზე“ ჩაატარებს, 5 მარტს გიორგის „ბარსელონას“ შემტევები გამოცდიან.
GIPHY App Key not set. Please check settings