in

მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარეა

გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

34-ე ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩში „სელტა“. აღიარებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ქართველ მეკარეს წვლილი აქვს შეტანილი არ გამარჯვებაში.

ჩვენიანმა ხუთი სეივი გააკეთა, ამას გარდა სწორედ მან წამოიწყო პირველი საგოლე შეტევა.

ვალენსიამ გამარჯვება გამოგლიჯა, მამარდამ გოლი წამოიწყო

მამარდაშვილმა წამყვანი პორტალებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა – sofascore-მ და whoscored-მა 7,5 ქულა დაუწერეს, ხოლო flashscore-მა – 7,8 ქულა.

მიმდინარე სეზონში მამარდაშვილის ანგარიშზე 93 სეივია და ამ მაჩვენებლით ლა ლიგის საუკეთესოთა ხუთეულშია.

გიორგი ამ სეზონში მეორედ გახდა ტურის საუკეთესო მეკარე, გასულ სეზონში კი სამჯერ.

მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 34 მატჩში 41 გოლი გაუშვა და 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

მომდევნო შეხვედრაში 21 მაისს „ვალენსია“ შინ „რეალს“ მიიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ისევ ტურის სიმბოლურშია

საქართველო მსოფლიოს დილით ითამაშებს: ფიბამ მატჩების დაწყება დაადგინა