in ,

მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ 23-წლამდელ მეკარეთა შორისაა

პორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) ევროპის TOP 5 საფეხბურთო ლიგის ყველაზე ძვირადღირებული 23 წლამდე ასაკის მეკარეების სია გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ქართველი გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

ამ სიაში ყველაზე ძვირადღებული იტალიის ნაკრების და პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმაა. ყველაზე ძვირადღირებული მცველი “ბარსელონას” ფეხბურთელი ერიკ გარსიაა, განაპირა მცველებში ალფონსო დევისი (ბაიერნი), დაცვითი ტიპის ნახევარმცველებში ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), შემტევ ნახევარმცველებში კი ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი) დაასახელეს. ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა თავდამსხმელი კი, ნორვეგიელი ვუნდერკინდი ერლინგ ჰაალანდია.

სამი ერთნაირი და მბაპეს გარეშე: ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდები

ყველაზე ძვირადღირებულ 23 წამდელ მეკარეთა სიის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ. იტალია) – €80 მილიონი
2. ილან მელიე (ლიდსი, საფრანგეთი) – €40 მილიონი
3. დოღან ალემდარი (რენი, თურქეთი) – €15 მილიონი
4. ლუიშ მაქსიმიანო (გრანადა, პორტუგალია) – €15 მილიონი
5. ეტიენ გრინი (სტ. ეტიენი, ინგლისი) – €15 მილიონი
6. ალბან ლაფონი (ნანტი, საფრანგეთი) – €10 მილიონი
7. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, საქართველო) – €8 მილიონი
8. კრისტოფერ კლაესონი (ლიდსი, ნორვეგია) – €8 მილიონი
9. ხულიენ აგირეზაბალა (ბილბაო, ესპანეთი) – €7 მილიონი
10. ივორ პანდური (ვერონა, ხორვატია) – €7 მილიონი

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დუდა სანაძე: ევრობასკეტზე საქართველო საჩუქარი არავისთვის იქნება

სიკვდილის ჯგუფის სიკვდილი: ნახევარ საათში ყველაფერი 4-ჯერ შეიცვალა – VI ტური