ესპანეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში „ვალენსია“ მადრიდში ჩავიდა „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ (2:3). გუნდს დედაქალქში არ გაჰყოლია ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ჩვენიანი შემადგენლობაში ზედმეტი წონის გამო ვერ მოხდა. არადა, ახლა მშვენიერი დრო იყო თავის გამოსაჩენად, ძირითადი მეკარე სილესენი დაშავებულია. კარში ადგილი ხაუმე დომენეკმა დაიკავა.
GIPHY App Key not set. Please check settings