დღეს, ესპანეთის ლა ლიგაში 33-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” სტუმრად “ვილიარეალს” დაუპირისპირდება. ესაა “ღამურების” ბოლო რეპეტიცია სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ. მოგეხენებათ, 23 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში “ლა კარტუხაზე” ბორდალასის გუნდი “ბეტისს” შეხდვება.
ესპანური Plazadeportivo წერს, რომ “ვალენსიას” დაცვის ლიდერის გაბრიელ პაულისტას არყოფნის გამო, დღეს ბორდალასი დაცვასა და ნახევარდაცვაში რამდენიმე ცვლილებას განახორციელებს. ერთადერთი, ვინც გარანტირებულად ძირითად შემადგენლობაში იქნება, საქართველოს ნაკრების 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილია.
ასე რომ, შეიძლება იმ 11-ეულს, რომლითაც “ვალენსია” დღეს ითამაშებს, მამარდაშვილის შემადგენლობაც ვუწოდოთ.
გიორგიმ ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings