in

მამარდაშვილის ტრანსფერი საუკეთესოა!

„მამარდაშვილი ჩემი მეკარეა“ – თქვა ვალენსიას ყოფილმა გოლკიპერმა მიგელ ანხელ მოიამ.

მოია 2009-2012 წლებში იყო ღამურების მეკარე. მანამდე იყო მალიორკაში, მერე კი ატლეტიკოში, ხეტაფეში, სოსიედადში. 38 წლისაა და შარშან დაასრულა კარიერა.

„მამარდაშვილი საუკეთესო სატრანსფერო ნაბიჯია. ასე თუ გააგრძელებს, ნამდვილად რთული იქნება მისი შენარჩუნება. თუმცა მოხარული ვარ, რომ ვალენსიამ ამ ზაფხულს ყველაფერი გააკეთა გიორგის შესანარჩუნებლად.

…ჩემი აზრით, ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ახალგაზრდა, 22-23 წლამდე ასაკის მეკარეებს თუ ავიღებთ, მამარდაშვილი და პორტუელი დიეგო კოსტა ყველაზე მეტად მომწონს. მამარდაშვილი ჰგავს ტიბო კურტუას: მაღალია, მაგრამ მაგარია დაბალ ბურთებზეც. ამასთან, თავდაჯერებულია, ორივე ფეხს კარგად იყენებს და რისკიც შეუძლია.

…მამარდაშვილი ჩემი მეკარეა Fantasy-ს თამაშში. ამით მგონი ყველაფერი ვთქვი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელენჯ ქაფის უარი შავ ლომს

თოკო დაბრუნდა