საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” მეკარის გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.
2021 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, 21 წლის ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი, მისი ფასი ერთბაშად 2 მილიონით გაიზარდა და 5 მილიონი ევროა.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ორჯერ ითამაშა თასის ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” და ერთი მატჩი მშრალად დაასრულა.
ცნობისთვის, “ვალენსიას” სხვა მეკარეები იასპერ სილესენი 4 მილიონი, ხაუმე დომენეკი კი, 2.5 მილიონი ევრო ღირს.
GIPHY App Key not set. Please check settings