დღეს, “ვალენსიას” ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდეს. ესპანური მედიის გავრცელებული ინფორმაციით დღევანდელ “კოპა დელ რეის” 1/16 ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც “ვალენსია” “კარტახენას” დაუპირისპირდება, ხოსე ბორდალასი თავის გამოჩენის საშუალებას ქართველს მისცემს.
როგორც ესპანურ მედიაში წერენ და ეს მოსალოდნელიცაა აღნიშნულ სათასო დაპირისპირებაში ბორდალასი გუნდის ძირითად მეკარე იასპერ სილესენს დასვენების საშუალებას მისცემს და ეს ყოველივე სათადარიგო მეკარეების შანსია. 1/32 ფინალურ შეხვედრაში “ღამურების” კარს ხაუმე დომენეკი იცავდა, ახლა კი, მათი აზრით მამარდაშვილის ჯერია.
მამარდაშვილმა “ვალენსიას” მაისურით ბოლოს 22 სექტემბერს ითამაშა, როდესაც “ღამურები” “სევილიასთან” 1:3 დამარცხდნენ.
მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდან 2 მატჩში კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა და პირველ ტურში მისი “ხეტაფესთან” სეივი ლა ლიგამ 2021 წლის საუკეთესო სეივების TOP 10-ში შეიყვანა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიამ” თბილისის “დინამოდან” 2020 წლის 31 დეკემბერს 850 000 ევროდ გამოისყიდა და 3+1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მამარდაშვილის ესპანური კლუბიდან გამოსასყიდი თანხა კი, 20 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings