ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში “ვალენსია” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალთან” 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში “ღამურების” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
გიორგის ვალენსიური კარის და მადრიდის “რეალთან” მატჩის შესახებ, Sport4me.ge გიორგის მამას, ქუთაისის “ტორპედოს” მეკარეების მწვრთნელს დავით მამარდაშვილს ესაუბრა.
“გიორგის მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები მხოლოდ ფლეისთეიშენში და ტელევიზორში ჰყავდა ნანახი, ახლა კი, მათ წინააღმდეგ ითამაშა. შეეძლო გოლი არ გაეშვა და კიდევ ერთი ისტორია დაეწერა, მაგრამ ყველაფერი ასე ერთბაშად არ მოდის. გიორგი ჯერ ძალიან პატარაა და ყველაფერი წინ აქვს. ამ მატჩით კი, უდიდესი გამოცდილება მიიღო”, – გვითხრა დავით მამარდაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings