21 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა. მადრიდში, “ალფონსო პერესის” სახელობის სტადიონზე მამარდაშვილის “ვალენსია” “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს 0:0 დასჯერდა.
მამარდაშვილმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა და ორ ეპიზოდში თავისი გუნდი გოლისგან იხსნა. ქართველმა მეკარემ შეხვედრა 6 სეივით დაასრულა, თუმცა ერთ ეპიზოდში ძალიან უხეშად შეცდა, როდესაც ბურთი ბორხა მაიორალს გაარტყა და გოლი გავიდა, მაგრამ ვიდეორეფერმა გააუქმა, რადგან შემტევს ბურთი ხელზე მოხვდა.
მამარდაშვილმა კარი ისევ მშრალად შეინახა, თუმცა…
WHOSCORED.COM-ის მიხედვით გიორგი მატჩში საუკეთესო იყო და მან, არა მარტო თავის, არამედ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო – 7.7.
21 წლის ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
GIPHY App Key not set. Please check settings