in ,

მამარდაშვილის გარეშე ვალენსიას ვერავინ განიხილავს: ფინალში გიორგი ბრწყინვალე იყო – ესპანური მედია

21 წლის გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც “ვალენსიამ” სარეზერვო გუნდისთვის დაიმატა, პირველივე სეზონში კოპა დელ რეის ფინალი ითამაშა და საკმაოდ კარგი მატჩიც ჩაატარა. გიორგიმ რამდენიმე ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა და ის, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა მატჩის პენალტების სერიამდე მიიყვანა, სწორედ ქართველი მეკარის დამსახურებაა. გიორგი პენალტების სერიაშიც ახლოს იყო გმირობასთან, მაგრამ ხოაკინის დარტყმულის აღებამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

ფინალური მატჩის შემდეგ, Vipdeportivo.es გიორგის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

“ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. არის მომენტები, როდესაც ერთი წლის წინანდელსა და მოცემულ რეალობას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ერთი წლის წინ გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ჩემპიონატის საშუალო დონის მეკარე იყო, დღეს კი “ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობის წევრია და ისეთი სტატუსის მქონე ფეხბურთელის ადგილი დაიკავა, როგორიც იასპერ სილესენია.

“ლა კარტუხაზე” გამართულ ფინალში გიორგი “ვალენსიას” გმირი იყო და სწორედ მისი სეივების დამსახურებაა, რომ “ღამურებმა” მატჩში დარჩენა მოახერხეს. მართალია, პენალტებში გიორგი ფენომენალური ვერ იყო და ყველა დარტყმა გაუშვა, მაგრამ ამ მარცხს მას ვერავინ დააბრალებს. ახლა, ვერავინ განიხილავს, რომ მომავალში გიორგი გუნდის პირველი მეკარე არ იყოს”, – წერს ესპანური გამოცემა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოლი ინსინიეს სტილში: ხვიჩას ბრწყინვალე გოლი, ქუთათურების აპლოდისმენტები და იტალიელთა გამოხმაურება

კვარაცხელიას შესაძლოა ნაპოლიში ახალი მწვრთნელი დახვდეს: სპალეტის უშვებენ?