in

მამარდას სანახავად ინგლისიდან მუდმივად დადიან: რომელ გუნდებს სურთ ქართველი მეკარე

გიორგი მამარდაშვილი ახალ სეზონს ახალ კლუბში რომ შეხვდება, ამაზე ხშირად იწერება. „ვალენსიას“ ცუდი დროება უდგას, არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, ფინანსურადაც და ასხვისებს და ასხვისებს საუკეთესო ფეზბურთელებს. როგორც ჩანს, ქართველი მეკარის ჯერიც დგება. ჩვენიანის მიმართ ინტერესზე სხვადასხვა გუნდები ახსენეს, ესპანურებიც, მაგრამ მუდმივად ამბობენ ინგლისელებზე. ახლაც დაიწერა, რომ მამარდას სანახავად ვალენსიაში მუდმივად ჩადიან ინგლისური კლუბების წარმომადგენლები.

ეს სამი გუნდია: „ლესტერი“, „ვესტ ჰემი“ და „კრისტალ პალასი“.

მართალია ეს სამივე კლუბი პრემიერლიგის ცხრილის ქვედა ნაწილშია (შესაძლოა “ლესტერი“ გავარდეს კიდეც), მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარე, ჩვენიანის ტრანსფერი შეუძლიათ. მამარდაშვილის გამოსასყიდ ფასად კი 100 მილიონი ევროს ასახელებენ.

დაიწერა ისიც, რომ გიორგის აგენტი უკვე შეხვდა დაინტერესებული კლუბების წარმომადგენლებს.

ქართველმა მეკარემ ცოტა ხნის წინ გააგრძელა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძეს ორი გუნდი გამოუჩნდა: იყიდიან თუ ვერა ქართველ ფეხბურთელს

მიქაუტაძე ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და თანაგუნდელების მეოთხედია