გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი გვიან ითამაშა, შინ „ალმერიას“ უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2. თამაში კი სანახაობრივი, უხვგოლიანი და დაძაბული გამოვიდა.
მამარდაშვილი ტრადიციულად ძირითადში იყო. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა საჯარიმოში ინციდენტი მოხდა, რომელიც VAR-ზე გადამოწმდა პენალტიც დაინიშნა. გიორგიმ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, ბურთი კი ძელს მოხვდა.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა. „ვალენსია“ ორჯერ დაწინაურდა კლუივერტისა (48-ე წთ) და გაიას (65-ე წთ) გოლებით, მაგრამ „ალმერიამ“ ორივეჯერ მოახერხა გათანაბრება.
„ვალენსიამ“ 18 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დარჩა.
მომდევნო შეხვედრა “ღამურებს“ 29 იანვარს სტუმრად უწევთ გადარჩენისთვის მებრძოლ „ვალიადოლიდთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings