გიორგი მამარდაშვილით დაინტერესებული კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა: ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი მილანის „ინტერი“. იტალიური პრესა წერს, რომ „ინტერს“ ცოტა ფასის დაკლება უნდა, თორემ ისე უეჭველი წაიყვანს ქართველ მეკარეს.
მილანურ გრანდს მშვენიერი მეკარე ჰყავს, კამერუნელი ანდრე ონანა. კარგი მეკარე რომ არის, ამიტომაც უნდა ბევრ გუნდს, განსაკუთრებით ინგლისურებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული „ინტერში“ ვაკანსია გაჩნდეს.
საინტერესოა, რომ მამარდაშვილის სანახავად „ვალენსიას“ თამაშებზე დადიოდნენ „ინტერის“ სელექციონერები. ქართველის სავარაუდო ფასი 30 მლნ ევროა, „ინტერს“ კი დაახლოებით 20-25 მილიონის გადახდა უნდა.
მილანელებს მამარდაშვილზე შედარებით იაფი ვარიანტიც აქვთ, „ემპოლიდან“ გულიელმო ვიკარიო.
ბოლოს დავწერეთ, რომ „ჩელსის“ ვარიანტი რეალური ხდებოდა, რადგან ედუარ მენდი წასვლას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს, ლონდონური კლუბი მეკარეზე ჩამოყალიბდა. გუნდის ახალმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინო თქვა, რომ ის კეპა არისაბალაგას ენდობა და მის ჩანაცვლებას არ აპირებს.
GIPHY App Key not set. Please check settings