in

მამარდასთვის ინტერი სულ უფრო რეალური ხდება

უკვე ვწერდით, რომ გიორგი მამარდაშვილის ერთ-ერთი ვარიანტი მილანის „ინტერი“ იყო, რომელიც თავის მეკარეს უშვებდა და ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ ახალგაზრდა ქართველი ჰყავს შეგულებული.

იტალიური პრესა ახლა უფრო დარწმუნებით წერს მამარდას შესახებ, რადგან ანდრე ონანა გუნდიდა წავიდა და კარში ადგილი ვაკანტური გახდა.

მეტიც, იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ მამარდაშვილის ამბავში ფავორიტი სწორედ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალისტია. მეკარის „ვალენსიადან“ წამოყვანა „ინტერს“ 25 მილიონად სურს.

მამარდაშვილის პირველკანდიდატობა „ინტერისთვის“ იმანაც განაპირობა, რომ „ემპოლის“ მეკარე გულიელმო ვიკარიომ „ტოტენჰემთან“ დაიწყო მოლპარაკებები და მილანურმა კლუბმაც ყურადღება ქართველზე გადაიტანა.

რა შემთხვევაში გამოვა ინტერი: ტოტენჰემი მამარდას გადაბირებას იწყებს

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი ჩემპიონები: ბაზაძემ და კინწურაშვილმა ევროპულ თამაშებზე ოქროები აიღეს

ფეხბურთელებმა საუკეთესო ფეხბურთელად კოლო-მუანი აღიარეს