in

მამარდამ ვალენსია ლიგაში დატოვა: ქართველი მეკარე ყველასთვის საუკეთესოა

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში ალბათ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თანაც ვისთან – თვით მადრიდის „რეალთან“. გიორგის ეს თამაში ალბათ არასოდეს დაავიწყდება. მან კარი მშრალად შეინახა და გუნდს მნიშვნელოვან მოგებაში დაეხმარა. მამარდამ მატჩის მიწურულს სამი სასიცოცხლო სეივი გააკეთა (ჯამში 5 ბურთი მოიგერია). ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

მამარდაშვილი მეფეა: ქართველმა ვალენსიას რეალთან დრამა მოაგებინა

ცხადია, ესპანეთში ჩვენიანს მაგრად აქებენ.

„დიარიო ასი“:
„ვალენსია“ ლა ლიგაში მამარდაშვილმა და დიეგო ლოპესმა დატოვეს. მეკარემ გუნდი დამატებულ დროში გადაარჩინა. ქართველი ამ საღამოს საუკეთესო იყო“.

„მარკა“:
„ვალენსიამ“ მადრიდის „რეალთან“ საკუთარი აღზრდილის გოლითა და მეკარის საოცარი თამაშით მოიგო. მამარდაშვილი, ბოლო წუთების უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, გმირი გახდა. მან მოიგერია ბენზემას, ვალვერდესა და კროოსის დარტყმები. ამ გამარჯვებით „ვალენსია“ ლა ლიგაში დარჩება“.

მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ორმა ავტორიტეტულმა პორტალმაც. sofascore-მა ქართველს 8,2 ქულა დაუწერა, ხოლო whoscored-მა – 7,7 ქულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა მიიღო ხვიჩამ ინტერთან

Voetbalprimeur: ჩაკვეტაძის ბრძოლა ძველ ნაკლთან და კითხვები გენტში დაბრუნებასთან