საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელი თედიუს მაკფადენი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. შარშან, მაკფადენის “ბურგოსმა” ფინალში ბერძნული აეკ დაამარცხა, წელს კი, “ბურგოსმა” ფინალურ ბრძოლაში თურქული “ქარშიაქა” 64:59 დაამარცხა.
მაკფადენმა გადამწყვეტ მატჩში პარკეტზე 13:11 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულა და 1 პასი მიითვალა.
რუსულ ნიჟნი ნოვგოროდში გამართული ტურნირის (“რვათა ფინალი”) მეოთხედფინალში მაკფადენმა ისრაელის “ჰაპოელ ჰოლონს” ასევე 5 ქულა ჩაუგდო, ნახევარფინალში კი, ფრანგულ “სტრასბურგთან”, რომელმაც მანამდე ბრძოლას გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე “გამოთიშა, 12 ქულა მიითვალა.
33 წლის მაკფადენი ბურგოსელთა ღირსებას 2019 წლიდან იცავს, საქართველოს ნაკრების მაისურით კი ბოლოს გასული წლის ნოემბერში, ევროასკეტის საკვალიფიკაციო ფანჯრის ითამაშა. ფინეთთან შეხვედრაში მისი მონაგარი 14 ქულა და 10 პასი იყო, შვეიცარიასთან კი – 24 ქულა და 6 პასი.
GIPHY App Key not set. Please check settings