დიდიე დეშამი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცოლს შეხვდა.
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დაესწრო საქველმოქმედო ღონისძიებას რეიმსის უნივერსიტეტის საავადმყოფოში. Champagne TV-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ადევნებს თუ არა თვალ-ყურს „რეიმსს“.
„არ მყავს „რეიმსის“ ფეხბურთელები, მაგრამ ვუყურებ ამ გუნდს, ისევე როგორც ყველა ფრანგულ და უცხოურ კლუბს“, – უპასუხა დეშამმა.
ბრიჟიტ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მეუღლე) გამოეხმაურა მწვრთნელისა და ჟურნალისტის საუბარს: „რეიმსში“ არის იაპონელი, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. შემახსენეთ რა ჰქვია?“
როდესაც ერთ-ერთმა გვერდზე მყოფმა თქვა სახელი ძუნი იტო, მაკრონი დეშამს მიუბრუნდა: „ხო, იტო. ის ძალიან კარგია. ის უნდა გამოვიძახოთ, დიდიე! რატომ არ იძახებთ?“
„იმიტომ რომ ის იაპონელია“, – უპასუხა გაღიმებულმა მწვრთნელმა.
GIPHY App Key not set. Please check settings