ესპანეთის “კოპა დელ რეის” 1/32 ფინალურ შეხვედრაში გიორგი მაკარიძის “ალმერია” “ამორებიეტას” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მაკარიძე, რომელსაც მიმდინარე სეზონში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, ამჯერად გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მაკარიძეს შეხვედრაში 4 სეივი ჰქონდა და გაშვებული გოლის ეპიზოდში მან უხეში შეცდომა დაუშვა.
მაკარიძემ წელს ლა ლიგა 2-ში “ალმერიას” მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა.
GIPHY App Key not set. Please check settings