ესპანეთის თასის, კოპა დელ რეის საწყის ეტაპზე გიორგი მაკარიძის “ალმერია” “აგილას” დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. ქართველი მეკარე “ალმერიას” ძირითად შემადგენლობაში იყო და პენალტების სერიაში ხავი პერესის დარტყმულიც მოიგერია.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. “აგილას” მხრიდან გოლი კალე უჩემ გაიტანა, “ალმერიას” შემადგენლობაში კი თავი ხუან ვილარმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს კოპა დელ რეის შეხვედრას “ვალენსია” გამართავს, რომელშიც ხოსე ბორდალასის გუნდი “უტრილიასს” დაუპირისპირდება. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ მატჩში “ღამურების” კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
ესპანური მედია: კოპა დელ რეიზე ბორდალასმა შესაძლოა შანსი მამარდაშვილს მისცეს
GIPHY App Key not set. Please check settings