ლა ლიგა 2-ის გუნდებმა ელიტის ერთი საგზურისთვის ბრძოლა დაიწყეს. 3-დან მე-6 ადგილებამდე გასული გუნდები ერთმანეთს პლეი-ოფის სისტემით ეთამაშებიან.
გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად “ჟირონასთან” გამართა და 0:3 დამარცხდა. მასპინძლებმა სამივე გოლი მცველების შეცდომებით გაიტანეს, მაკარიძემ კი გუნდი 3-ჯერ გადაარჩინა. “ჟირონა” 5 წუთში უკვე 2:0-ს იგებდა, რის შემდეგაც მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანა და პლეი-ოფის ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
გიორგის თანაგუნდელებმა კარში დარტყმაც კი ვერ შეძლეს. ქართველმა მეკარემ კონფლიქტში ჩარევის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო. “ალმერია” საპასუხო მატჩს 5 ივნისს გამართავს, მაგრამ ასეთი თამაშით მაკარიძის გუნდს შანსი არ ექნება.
GIPHY App Key not set. Please check settings