პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის “შავი ლომის” და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ფულბეკი იოსებ მათიაშვილი დამტვრეულია.
Sport4me.ge-ს ინფორმაციით მათიაშვილს მუხლის ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი და ის მინიმუმ 7 თვეს იუქმებს. შესაბამისად, მათიაშვილი ვერც “შავ ლომს” და ვერც ნაკრებს დაეხმარება, როგორც ნოემბრის ტესტებზე, ასევე 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალში გაიმართება.
შეგახსენებთ, მათიაშვილმა ტრავმა “შავი ლომი” “თელავივ ჰითის” შეხვედრაში მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ეს მატჩი ქართულმა ფრენჩაიზმა 33:10 მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings