საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
ბოლომდე ბრძოლისა და თავდადების მაგალითი: კაპიტანი წავიდა
კანკავას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მადლობით დაემშვიდობნენ. კაპიტნის ნაკრებიდან წასვლას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც გამოეხმაურა.
“მადლობა კაპიტანო ყველაფრისთვის, რაც შენ საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რომ შენ იყავი მაგალითი შენი გუნდელებისთვის და მომავალი თაობისთვის.მადლობა ლეგენდავ. ჩემთვის დიდი პრივილეგია იყო, რომ შენი მწვრთნელი ვიყავი”, – წერს სანიოლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მაისურით ჯაბა კანკავამ 100 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლევან კობიაშვილს გაუთანაბრდა.
GIPHY App Key not set. Please check settings