„ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ კლუბს არ შეუძლია ლეო მესისთან კონტრაქტი გააფორმოს ლა ლიგის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, რის გამოც არგენტინელი ტოვებს კატალონიას.
„ბლაუგრანამ“ უდიადეს ფეხბურთელთან ღირსეულად დამშვიდობება გადაწყვიტა: ლეოს 7-წუთიანი რგოლი მიუძღვნა, რომელიც მესის „ბარსაში“შექმნილ კაშკაშა მომენტებს ასახავს.
„მადლობა ლეო“ – ესეც მიაწერეს.
მესიმ „ბარსაში“ 17 სეზონი გაატარა, 778 მატჩი ითამაშა და 672 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings