in

მადლობაო და გაუშვეს: მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება – ვინ?

რუბენ ბარახა „ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. 49 წლის ესპანელ სპეციალისტს მადლობა გადაუხადეს და გაუშვეს.

ახლა „ვალენსიას“ საქმე მართლაც ცუდადაა, გუნდს 19 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა. მაგრამ ყველაფერის მწვრთნელზე დაბრალებაც არ ივარგებს, კლუბში რაღაც ვერ არის სათანადოდ.

ვალენსიას ფანები რეალთან მატჩის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ: კლუბის განადგურების თანამონაწილეები არ გავხდებით, ფულის გამო გუნდის მოკვლას არ დავუშვებთ

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, არის ორი კანდიდატი. „ვესტ ბრომვიჩის” მწვრთნელი, 40 წლის ვალენსიელი კარლოს კორბერანი (მოქმედი კონტრაქტი კლუბთან) და კიკე სანჩეს ფლორესი. ეს უკანასკნელი უკვე იყო „ვალენსიას“ მწვრთნელი (2005-2007 წლებში), ივნისში კი „ხეტაფედან” მიაბრძანეს.

ახალ მწვრთნელს პირველივე თამაში ძალიან სერიოზული აქვს, 4 იანვარს „ვალენსია“ „რეალს“ უმასპინძლებს. იმედია ამ დროისთვის მამარდა მწყობრში იქნება და „სამეფო კლუბთან“ სწორედ ის ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორას კოჭი გადაუბრუნდა და არ ათამაშეს, ტრავმა მსუბუქია

ბუდუ ტურის მოთამაშეა, შემოდგომაზე კი მეორეა