in

ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ს რეკორდი დაამყარა

8 ნოემბერს “ნაპოლიმ”, სერია A-ს მე-14 ტურში, “ემპოლის” საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია, რაც “პარტენოპეისთვის” კალჩოში ზედიზედ მე-10 გამარჯვება აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ნეაპოლელთა დამრიგებელმა ლუჩანო სპალეტიმ უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

ის გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც თავის 2 გუნდს სერია A-ს ზედიზედ 10 შეხვედრა მოაგებინა.

ლუჩანომ ეს ნიშნული პირველად 2005/06 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც “რომაში” მუშაობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ატალანტა დამარცხდა და ნაპოლი კიდევ უფრო წინ გაიჭრა!

ვირტუსმა ოლიმპია დაამარცხა, თორნიკემ 12 ქულა ჩააგდო