სერია A-მ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს ინდივიდუალური ჯილდოები ჩამოურიგა.
საუკეთესო მეკარე გახდა „მილანელი“ ჯანლუიჯი დონარუმა. მან 37 შეხვედრაში 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
საუკეთესო მცველი კრისტიან რომეროა „ატალანტადან“. მან 31 მატჩი ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 2 საგოლე პასი.
საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნიეს „ინტერის“ ნიკოლა ბარელა. მან 36 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
საუკეთესო თავდამსხმელი კრიშტრიანო რონალდოა. „იუვეს“ რიგებში სუპერვარსკვლავმა 29 გოლი შეაგდო 33 ჩატარებულ მატჩში და პორტუგალიელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
23 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს დუშან ვლაოვიჩი „ფიორენტინადან“. 21 წლის ფორვარდმა 21 გოლი გაიტანა 37 მატჩში.
2020/21 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშე კი „ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ გახდა. ბელგიელმა 24 გოლის გატანა და 11 პასის მიცემა შეძლო.
GIPHY App Key not set. Please check settings