ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალური მატჩი „ფიორენტინას“ წინააღმდეგ სრულად ითამაშა, მატჩი კი 0:0 დასრულდა და ფინალში ფლორენციული გუნდი გავიდა, რადგან პირველი შეხვედრა კრემონაში „ფიორენტინამ“ 2:0 მოიგო.
პირველი თამაში კრემონაში „ფიორენტინამ“ 2:0 მოიგო. „სტადიო არტემიო ფრანკიზე“ გამართულ საპასუხო დაპირისპირებაში ლუკა ლოჩოშვილი კრემონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ქართველი მცველი დამაჯერებელი იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს ნაღდი გოლი არ გაატანინა, ვარდნაში აართვა ბურთი. ისედაც ბურთზე ბრძოლაში შესანიშნავად თამაშობდა.
„კრემონეზე“ თამაშის განმავლობაში ბევრს ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
„ფიორენტინა“ თასის ფინალში მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ტურინის „იუვენტუსი“ 2:1 (1:1, 1:0) დაამარცხა.
ფინალი 24 მაისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings