in

ლოჩოშვილი ძირითადში დაბრუნდა, კრემონეზემ ისევ წააგო და განწირულია

ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. ჩვენიანი „ატალანტას“ წინააღმდეგ სერია ა-ს 28-ე ტურის შეხვედრაში 67-ე წუთზე შეცვალეს.

ქართელმა მცველმა 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საერთო ჯამში კი ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ლოჩოშვილი შეცვალეს, მაშინ ანგარიში 1:1 იყო, ხოლო ქართველის გასვლის შემდეგ, ბერგამოელებმა მეორე გოლი მალევე გაიტანეს, როდესაც სწრაფი შეტევა სწორედ ლოჩოშვილის ფლანგიდან განახორციელეს.

თამაში კი ოთხეულში მოსახვედრად მებრძოლმა „ატალანტამ“ 3:1 მოიგო.

კრემონეზე – ატალანტა 1:3
გოლები: 0:1 დე რონი (44), 1:1 ჩიოფანი (56, პენ), 1:2 ბოგა (72), 1:3 ლუკმანი (90+3)

„კრემონეზე“ 28 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა გუნდს 8 აპრილს მის წინ მდგომ, ასევე სავალალო მდგომარეობაში მყოფ „სამპდორიასთან“ უწევს სტუმრად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ სუპერგოლით მეცს მოაგებინა და გუნდი მე-2 ადგილზე გადაიყვანა

ეს სიმშვიდეს მოგვიტანს: ბაიერნი დორტმუნდს სულ უგებს – სერია შეწყდა, სერია გრძელდება