ლუკა ლოჩოშვილი საკმაო პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და „კრემონეზეში“ ბოლო წუთები ითამაშა „ტორინოსთან“ გასვლით მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა.
ლუკა მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა. ამ დროისათის ანგარიში უკვე საყაიმო იყო.
ტრავმირებულმა ლოჩოშვილმა 6 მატჩი გამოტოვა, აქედან 4 ჩემპიონატში.
„კრემონეზე“ სერია ა-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაში არ მოუგია. 23 ტურის შემდეგ 9 ქულით გუნდი ბოლო ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრა ლოჩოშვილის გუნდს შინ, 28 თებერვალს ოთხეულში მყოფ „რომასთან“ აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings