in

ლოჩოშვილი კარიერას სავარაუდოდ უცხოეთში გააგრძელებს 

„კრემონეზეს“ პრიორიტეტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლუკა ლოჩოშვილისა და ჯაკომო კვალიატას გაყიდვაა, – ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Calciocremonese ავრცელებს.

„კრემონეზე“ რამდენიმე ტრანსფერზე მუშაობს, რათა ახალი მოთამაშეების მისაღებად ბიუჯეტი გაათავისუფლოს. გუნდს დატოვებენ ლუკა ლოჩოშვილი და ჯაკომო კვალიატა. ქართველ მცველს, რომელმაც მწვრთნელის, ჯაკომო სტროპას სქემაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა, როგორც ჩანს, განზრახული აქვს წასვლა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრით სარგებლობა“, – წერს Calciocremonese.

საქართველოს ნაკრების მცველით დაინტერესებულთა შორის სერია B-ს „სალერნიტანა“ და „მოდენა“ სახელდებოდნენ, თუმცა Calciomodena-ს ცნობით, „ლოჩოშვილი „მოდენას“ შორდება“.

„გუნდის სპორტულ დირექტორს ქართველი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, მაგრამ უცხოელ კონკურენტებთან ბრძოლა გაუჭირდება. კრემონელთა ქართველი მცველი წასასვლელად ემზადება და, სავარაუდოდ, კარიერას იტალიის ნაცვლად უცხოეთში გააგრძელებს, სადაც მას ძალიან აფასებენ. „მოდენა“ კი ამ მომენტისთვის ნაკლებად სავარაუდო ვარიანტად გამოიყურება, მიუხედავად ფეხბურთელის მიმართ ბოლო საათებში გამოვლენილი ინტერესისა“, – წერს ინტერნეტ-გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ბოლდუინის ბასკონიამ ბურჯანაძის კორუნას მარტივად მოუგო

სანდროს 6 წუთი და 7 ქულა