„კრემონეზეს“ ძირითადში დაბრუნდა ლუკა ლოჩოშვილი, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. მისმა გუნდმა 1:0 მოუგო სტუმრად „ტერნანას“. ამ გოლში კი წვლილი ჩვენიანსაც მიუძღვის. კუთხურის შემდეგ მეკარემ მისი თავური ცხრიანიდან მოხსნა და მასიმო კოდამ იქვე დაამატა. აღსანიშნავია, რომ კრემონელებმა ეს გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც კაცი გაუგდეს და კაცნაკლული თამაშობდნენ.
ლოჩოშვილის შეფასება 7.7-ია, ხოლო Sofascore-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა – 7.9.⭐️
შეგახსენებთ, ლოჩოშვილმა პირველი ორი ტურის მატჩი გამოტოვა.
არ შედგა ივა გელაშვილის დებიუტი „სპეციაში“, ქართველი მცველი სათადარიგო იყო. მისმა გუნდმა 0:3 წააგო სტუმრად „კატანძაროსთან“.
არ არის გამორიცხული მომდევნო მატჩში, შინ „კომოსთან“ გელაშვილი უკვე ძირითადშიც კი ვიხილოთ. „სპეციას“ ცუდად აქვს საქმე, ორივე მატჩში 3-3 გოლი გაუშვა.
სერია B-ში 3 ტურის შემდეგ „კრემონეზე“ (4 ქულა) სეზონში პირველი გამარჯვებით მე-9 ადგილზე აინაცვლა.
„სპეცია“ 2 მატჩში (ერთი გამოტოვებული აქვს) 1 ქულით მე-14 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings