საბა ლობჟანიძემ „ატლანტაში“ მე-9 მატჩი ჩაატარა და მე-4 საგოლე პასი მიითვალა, პლუს მის ანგარიშზე 3 გოლიცაა.
ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა ლიდერთან შეასრულა. ქართველის გუნდი „ცინცინატს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2.
რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ლობჟანიძემ მე-12 წუთზე გაატანინა გოლი თანაგუნდელს. საბამ ბურთი მარჯვენა ფრთაზე, ზედ საჯარიმოს ხაზთან მიიღო, წინ წაიწია, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გვერდზე პარტნიორს დაუგორა.
ერთ ეპიზოდში თავადაც შეეძლო გატანა. ის 63-ე წუთზე შეცვალეს და მაღალი შეფასებაც მიიღო – 7.6.
„ატლანტა“ კი აღმოსავლეთ კონფერენციის 1/8 ფინალში გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings