უნგრეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა, დომინიკ სობოსლაიმ „ლივერპულთან“ კონტრაქტი გააფორმა. ინგლისურმა გრანდმა ტრანსფერში 70 მილიონი ევრო გადაიხადა, კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა.
გასულ სეზონში სობოსლაიმ „ლაიპციგის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 13 საგოლე პასი გააკეთა.
დომინიკ სობოსლაი „ლივერპულის“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ტრანსფერი გახდა.
Transfermarkt-ის დათვლით, 70 მლნ მესამე თანხაა, რომელიც მერსისაიდელებს გადაუხდიათ.
„ლივერპულის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
- ვირხილ ვან დაიკი – 84,6 მლნ ევრო;
- დარვინ ნუნიესი – 80 მლნ ევრო;
- დომინიკ სობოსლაი – 70 მლნ ევრო;
- ალისონი – 62,5 მლნ ევრო;
- ნაბი კეიტა – 60 მლნ ევრო;
- ლუის დიასი – 47 მლნ ევრო;
- კრისტიან ბენტეკე – 46,5 მლნ ევრო;
- ფაბინიო – 45 მლნ ევრო;
- დიეგო ჟოტა – 44,7 მლნ ევრო;
- ალექსის მაკალისტერი – 42 მლნ ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings