in ,

ლივერპული მეორეში ჩავარდა: ჩემპიონთა ლიგის I და II კალათები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრის პირველი ორი კალათა დაკომპლექტებულია.

„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების გამო პირველ კალათში ვერ მოხვდა. მის ნაცვლად ამსტერდამის „აიაქსი“ ჩაჯდა.

პირველი კალათა:
„რეალი“, „აინტრახტი“, „სიტი“, „მილანი“, „ბაიერნი“, პსჟ, „პორტო“, „აიაქსი“;

მეორე კალათა:
„ლივერპული“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ატლეტიკო“, „სევილია“, ლაიპციგი, „ტოტენჰემი“;

მესამე კალათა: „ბორუსია“ დორტმუნდი, „ზალცბურგი“, „შახტარი“, „ინტერი“, „ნაპოლი“, „სპორტინგი“, „ბაიერი“ ლევერკუზენი.

მეოთხე კალათში ამ წუთისთვის არიან „ბრიუგე “ და „სელტიკი“.

„მარსელი“ შესაძლოა მოხვდეს როგორც მესამე, ასევე მეოთხე კალათაში.

თუ „ბენფიკამ“ ვერ გადალახა საკვალიფიკაციო, მისი ადგილი მესამე კალათაში შეიძლება დაიკავონ „რეინჯერსმა“, ზაგრების „დინამომ“ ან „მარსელმა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამეული მეოთხე კალათაში აღმოჩნდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო გოლი სალაჰისაა

საქართველოში VAR დაინერგება