ინგლისი ფინიშის ხაზს უახლოვდება და ერთი ალბათ „ჩელსის“ მე-3 ადგილის ამბავია გადაწყვეტილი, თორემ სხვა მხრივ მაგარი ამბებია. ტურის ბოლო შეხვედრაში „ლივერპულმა“ ცხრილის ბოლოსკენ მყოფი თანაქალაქელი „ევერტონი“ მიიღო დერბიში და ვერ ვიტყვით, რომ მარტივად მოუგო. არც არის გასაკვირი, ურთულესია ამბავია გაუთავებლად მოიგო, მით უმეტეს ინგლისში. კლოპის თქმის არ იყოს, დაუჯერებელია ამდენი თამაშის ზედიზედ მოგება. ვნახოთ სანამდე ეყოფათ „წითლებს“ ძალა და ემოცია. კარგია, რომ საჩემპიონო ინტრიგა დატოვეს. უნდა აღვნიშნოთ დივოკ ორიგი, რომელიც მწვრთნელმა 0:0-ზე შეუშვა და ბელგიელმა კიდევ ერთხელ გაუმართლა გერმანელ სპეციალისტს. ორიგი პირველ გატანილ გოლშიც მონაწილეობდა და მეორე კი თავად შეაგდო. კლოპმა თამაშის მერე მაგრად აქო ბელგიელი, სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან გაიბრწყინებსო.
განსხვავებული ვითარებაა „მანჩესტერში“. არეულია მანდ ვითარება და წელს უნდა შეეგუონ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ მოხვდებიან. ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „არსენალთან“ წაგების შემდეგ, მასთან სხვაობა უკვე 6 ქულაა და „იუნაიტედის“ თამაშის შემხედვარე შანსიც ბევრი არ რჩება.
ოთხეულზე კი ბრძოლა ისევ შეიცვალა. ახლა ბოლოს დაწინაურებულმა „ტოტენჰემმა“ მოუკლო და პოზიცია ისევ მოძულე „არსენალს“ გადაულოცა. ზედიზედ მოგებული თამაშების შემდეგ „მამლებმა“ ჯერ „ბრაიტონთან“ წააგეს, ახლა „ბრენტფორდს“ ვერ მოუგეს, როდესაც „არსენალმა“ პირიქით – წაგებული მატჩების შემდეგ თვით „ჩელსი“ და „მანჩესტერი“ დაამარცხა და დაბრუნდა მე-4 ადგილზე.
“ჩელსიმ” ბოლო, 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო “ვესტ ჰემს” და მყარად არის მე-3 ადგილზე. ბარემ ვთქვათ მომდევნო შეხვედრებზეც. “ჩელსი” “მანჩესტერს” უმასპინძლებს გადადებულ მატჩში, ხოლო სამთამაშშ მოუგებელი “ვესტ ჰემი” “არსენალს” უმასპინძლებს და ხავსის ჩაჭიდებას შეეცდება.
„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ბოლო 16-დან 15 მატჩი მოიგო. ის 1 ფრე „სიტისთან“ იყო.
კლოპი: „ლივერპულის“ მიერ მოგებული მატჩების რაოდენობა ბოლო თვეებში უბრალოდ არარეალურია“.
„სიტის“ ბოლო 7 პრემიერლიგურ მატჩში 5 მოგება და 2 ფრე აქვს.
გაბრიელ ჟეზუსმა 4 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი მისცა. ეს მისი მეორე პოკერია კარიერაში.
გვარდიოლა: „სიტიმ“ შეტევაში ბრწყინვალედ ითამაშა. ჩემპიონობისთვის რბოლაში არაფერი შეცვლილა – ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ“.
ტომას ტუხელი: „თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ თავისუფალ ზონებს ვერ ვპოულობდით. საჭირო იყო მოცდა და რისკი არ ღირდა. ეს მოგება დიდი ნაბიჯია წინ“.
„მანჩესტერმა“ 1981 წლის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ 4 საგარეო თამაში. მაშინ 6 მარცხი მოგროვდა.
„მანჩესტერს“ ბოლო 10 შეხვედრაში 5 წაგება აქვს და 3 ფრე.
რანგნიკი: „მანჩესტერმა“ უკეთ ითამაშა, ვიდრე „ლივერპულთან“. „არსენალმა“ მე-3 გოლი აშკარა თამაშგარედან გაიტანა. ვერ გამიგია რატომ არ ჩაერია VAR”.
არტეტა: „ვერ მოვიგებთ ყველა მატჩს. ეს პრემიერლიგაში მხოლოდ 1-2 გუნდს შეუძლია“.
რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 100+ გოლი გაიტანა პრემიერლიგასა და ლა ლიგაში.
რონალდო მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატიდან ორში 100+ გოლი გაიტანა 2003/04 წლების შემდეგ. აქამდე ეს გაუკეთებიათ კავანის, იგუანისა და ზლატანს.
რონალდო მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც „მანჩესტერის“ რიგებში პრემიერლიგაში 100 გოლი გაიტანა. მანამდე იგივე გაუკეთებიათ რუნის, გიგზს და სქოულზს.
„მანჩესტერის“ ბოლო 10 გოლიდან 7 რონალდომ გაიტანა (10 მატჩში).
პრემიერლიგა – XXXIV ტური
არსენალი – მანჩესტერი 3:1
ნორვიჩი – ნიუკასლი 0:3
სიტი – უოტფორდი 5:1
ლესტერი – ასტონ ვილა 0:0
ბრენტფორდი – ტოტენჰემი 0:0
ბრაიტონი – საუთჰემპტონი 2:2
ბარნლი – ვულვერჰემპტონი 1:0
ჩელსი – ვესტ ჰემი 1:0
ლივერპული – ევერტონი 2:0
20 აპრილი
ნიუკასლი – კრისტალ პალასი 1:0
ევერტონი – ლესტერი 1:1
ჩელსი – არსენალი 2:4
სიტი – ბრაიტონი 3:0
21 აპრილი
ბარნლი – საუთჰემპტონი 2:0
25 პარილი
კრისტალ პალასი – ლიდსი
GIPHY App Key not set. Please check settings