in

ლივერპული დარვინ ნუნიესით სერიოზულადაა დაინტერესებული

როდესაც საქმე ტრანსფერზე მიდგება, თითქმის ყველას ფაბრიციო რომანო ან ჯანლუკა დი მარციო აკერია პირზე, თუმცა არსებობენ ინსაიდერები, რომელთაც საკმაოდ წონადი სიტყვა აქვთ და უმიზეზოდ არაფერს ამბობენ. სწორედ ასეთია პოლ ჯოისი „ლივერპულურ“ ოჯახში. როგორც პოლი გვეუბნება, კლოპს გადაწყვეტილი აქვს შემტევის მოყვანა, რადგან სადიო მანეს „ბაიერნში“ გადაბარგება თითქმის გარდაუვალია, მხოლოდ ფინანსური ნაწილიღაა მოსაგვარებელი. რაც შეეხება ნუნიესს, 22 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ ბენფიკა 80 მილიონ გირვანქას ითხოვს, თუმცა, როდესაც საქმე “ლივერპულს“ ეხება, აქ ყველაფერი რთულდება.

მერსისაიდი დატოვა ფინანსურმა გენიოსმა მაიკლ ედვარდსმა. პერსონა, რომლის კისერზეცაა ყველა ტრანსფერი კლოპის ერაში, თუმცა, მისი შემცვლელი ჯულიენ უორდი არანაკლები ოსტატი ყოფილა მოლაპარაკების ნაწილში და გულშემატკივარიც იმედოვნებს, რომ 22 წლის ფორვარდს უფრო იაფად ჩაიგდებენ ხელში.

თავის მხრივ, „ბენფიკას“ ფორვარდის მსურველთა სია უზარმაზარია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური მისი ჯონ ლენონის აეროპორტში დაშვებაა.

22 წლის ურუგვაელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 34 გოლის გატანა მოახერხა, მიუხედავად 187 სანტიმეტრი სიმაღლისა საკმაოდ სწრაფი და მოქნილიცაა და ლისაბონელები მასში კრისტალიზებულ ბრილიანტს ხედავენ. გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ დაველოდოთ. იმის ალბათობა, რომ ნუნიესი პორტუგალიას დატოვებს, უდიდესია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სალაჰს არნახული კონტრაქტი შესთავაზეს!

მსაჯი 006: რაგბის კავშირმა ნიკა ამაშუკელი ელექტროავტომობილით დაასაჩუქრა