რამდენად დიდი დილების წინაშე აღმოჩნდა ქართველი ქომაგი? – უდიდესი…
18:15 – ზე “ელ კლასიკო” დაისტარტა, მაგრამ ლოს ბლანკოსმა პირველივე ტაიმში საქმე მოამთავრა და “ბარსა” ჯამში 3:1 დააჩოქა.
19:30 – დან კი უდიდეს სცენაზე ტიტანები გამოჩნდნენ და “ენფილდზე” ბურთის გაგორებას შეუდგნენ – კლოპის “ლივერპული” პეპის “სიტის” წინააღმდეგ, მაგრამ 20:00-ზე უკვე კვარაცხელიაც წამოგვეწია… მოკლედ, არჩევანი რთული, მაგრამ სასიამოვნო იყო.
ჩვენ “ენფილდს” მივუბრუნდეთ, სადაც რეკორდების მმუსვრელი “სიტი” ძალიან არადამაჯერებელ და ტრავმებით გადახუნძლულ “ლივერპულს”ეპაექრა.
საჭადრაკო პარტიის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში მერსისპირელებმა ძველი ფეხბურთის თამაში დაიწყეს!
შესანიშნავი დაცვა – ვან დაიკი & გომესის დუო, უბრალოდ გაუვალი იყო და პლუს ალისონი, რომელმაც ერლინგ ჰოლანდის ერთადერთი შანსი ალაგმა.
შემდეგ კი იყო ალისონის გადაკიდება ფეხის დაცდენის ფონზე, მოჰამედ სალაჰი ბურთს არაადამიანურად ამუშავებს, ტანის ბრუნით კანსელუს იტოვებს და თან ბრუნშივე აკეთებს შეხებას, გადის ედერსონთან და 1:0! ენფილდი დაინგრა…!!!!!
Alisson’s pinpoint pass, the control and spin from Salah, the deft finish 😍
Liverpool’s winner vs Manchester City was beautiful football all round 🥰💯
— CrossAndNod (@crossandnodFT) October 17, 2022
იქამდე კი იყო ფოდენის გაუქმებული გოლი, რადგან ჰოლანდმა ფაბინიო ძიუდოს ილეთით დაანარცხა მინდორზე, საქმეში ვარი ჩაერთო და გოლი გაუქმდა – პეპი, უბრალოდ გაცეცხლდა:
“ჯარიმა? თუკი კონტაქტურ თამაშს მიჰყვები, მაშინ ასეთი რბილი ჯარიმები არც კი უნდა დანიშნო” – ეს ბერნარდუ სილვას სიტყვებია, მაგრამ, სავარაუდოდ, მომენტი ბოლომდე არ უნახავს…
ცალკე საკითხია დარვინ ნუნიესი – მოთამაშე, რომელსაც ორჯერ შეეძლო ყველაფრის დასრულება, მაგრამ ორივე ჯერზე ძალზე არასახარბიელო გადაწყვეტილება მიიღო და თანაგუნდელებიც გაუწყრნენ.
ერთ-ერთ ეპიზოდში კი კლოპი გაცეცხლდა და მოედნიდან წითელი ბარათით მიაბრძანეს.
ნამატჩევს კლოპმა თქვა: “ასე ხდება მაშინ, როდესაც თავდადება ყვეალფერზე წინაა, ეს ენფილდის საღამო იყო”.
პეპის აზრით, მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ, როდესაც მეტოქე “ლივერპულია” ეს საკმარისი არ არისო.
არც გარი ნევილს დაუკლია საქებარი სიტყვები: “IT WAS A LIQUID FOOTBALL” – სიტყვა “LIQUID” – სითხეს ნიშნავს, ხოლო მისი ფეხბურთთან სინთეზე მეტაფორულად მარტივად გასაშიფრი გამოდის.
ყველაზე საინტერესო კი ლეგენდარული კომენტატორისა და ამ საქმის ფლაგმანის – მარტინ ტაილერის შეფასება იყო გაუქმებული გოლის მომენტში, რამაც “ლივერპულის” ქომაგი აღაშფოთა: “სად არის ჯარიმა? მინიმალური შეხება და სიტი იჩაგრება”.
ჰოლანდის ჯარიმა იმდენად აშკარა იყო, რომ ზედმეტი კომენტარიც არ არის საჭირო, მარტინ ტაილერს კი სქაუზერებმა ქოქოლა დააყარეს და კომენტატორსაც არაფერი უთქვამს.
მოკლედ, “ენფილდური” მაგია გუშინ დაბრუნდა და “ლივერპული” ისევ საქმეშია. 13 ქულა და მატჩი მარაგში, რაც პოტენციურად ოთხეულთან მაქსიმალურ დაახლოებას ნიშნავს, “სიტის” კი 23 ქულა აქვს და 4 ქულით ჩამორჩება “არსენალს”.
კინაღამ დაგვავიწყდა: ვირჯილ ვან დაიკი “ლივერპულში” გადასვლის დღიდან “ენფილდზე” პრემიერ ლიგის ეგიდით დაუმარცხებელია და ეს სერია უკვე 69 მატჩს ითვლის!
GIPHY App Key not set. Please check settings