in ,

ლიდერებს ჩაქუჩები ხვდებათ: ისევ 3:2, ისევ ორიჯი – XV ტური

„ჩელსი“ დაამარცხეს. ეს სამთამაშმოუგებელმა „ვესტ ჰემმა“ გააკეთა და ამაში ცოტა იღბალიც დაეხმარა. გახსოვთ ალბათ, სწორედ „ჩაქუჩებმა“ მიაყენეს პირველი მარცხი „ლივერპულს“, როდესაც შინ 3:2 მოუგეს და აი ახლაც იგივე – „ვესტ ჰემმა“ ისევ 3:2 მოუგო კიდევ ერთ გრანდს. არადა, მთლად მოსაგებად „ვესტ ჰემს“ საქმე არც ჰქონია. მართალია, „ჩელსის“ ფეხბურთელები და უფრო მეტად მეკარე არც თუ საუკეთესო მატჩს ატარებდნენ, მაგრამ სტუმრებს შეეძლოთ მინიმუმ ქულის წაღება. პირველი ტაიმი საერთოდ „ჩელსიმ“ მოიგო (2:1), მეორეში მასპინძლებმა გაათანაბრეს და თამაშიც ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ბოლოსკენ (87-ე წუთზე) მასუაკუმ საჯარიმოს კუთხიდან დაარტყა, ჩააწოდა, მოიშორა თუ რა გააკეთა და ბურთი უიშვიათესი ტრაექტორიით რაღაცნაირად კარში შევარდა.

კიდევ ერთი დრამა გაითამაშა „ლივერპულმა“, რომელმაც სულ ბოლოსკენ აიღო 3 ქულა. ის, რაც ვერ გააკეთა ჟოტამ, მანემ, სალაჰმა, გააკეთა… ორიჯიმ. კლოპს როცა სხვა გზა არ რჩება, უშვებს ამ ბელგიელს და მასაც გააქვს და გააქვს გადამწყვეტი გოლები. ახლაც მსაჯის მიერ წამატებულ დროში შეაგდო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა თავის გუნდს, თორემ ვიტყოდით, „ლივერპულმა“ „ჩელსის“ წაფორხილებით ვერ ისარგებლაო. სამაგიეროდ, უნდა ვთქვათ ჟოტაზე. „ვულვზის“ მეკარე სადღაც ტრიბუნებთან დაიკარგა, ჟოტა უმეკარეო კართან მივიდა, რომელსაც შუაში ორი მცველი იცავდა, პორტუგალიელს უბრალოდ ბურთის შეგორება რჩებოდა, ან ერთ ანაც მეორე კუთხეში, მაგრამ ყოფილმა „ვულვზელმა“ მთელი ძალით ხია და პირდაპირ მცველს მოარტყა. ასეთი ეპიზოდები იშვიათია. მერე მანემ და სალაჰმაც ვერ ივარგეს და მოხდა ის, რაზეც უკვე ვთქვით.

თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა თამაშით ვერკმაყოფილი გვარდიოლას „სიტიმ“, რომელიც ბერნარდო სილვას გოლებით პრემიერლიგის ლიდერი გახდა – 35 ქულა. მეორეზეა „ლივერპული“ 34 ქულით და „ჩელსი“ მესამეზე ჩამოაგდეს – 33 ქულა. მე-4 ადგილზე მყოფი „ვესტ ჰემი“ ცოტა შორსაა, 27 ქულა და მასაც სხვა ლონდონელის“ ტოტენჰემის“ სუნთქვა პირდაპირ ზურგში ურტყამს.

“ტოტენჰემმა” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ოთხეულს 2 ქულაში მიუახლოვდა.

“ნიუკასლმა” პირველად მოიგო მიმდინარე ჩემპიონატში.

“ბარნლი” 4 თამაში არ აგებდა და ახლა აუტსაიდერთან დამარცხდა.

“ნორვიჩს” ბოლო 4 მატჩი წაგებული არ ჰქონდა (2 მოგება, 2 ფრე), ახლა განადგურდა და ბოლო ადგილზე დაეშვა.

„ჩელსიმ“ პირველად წააგო 13 მატჩში. სერია სექტემბრიდან მოყოლებული გრძელდებოდა.

მოიესი: “მართალი გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ამდენად კარგადაც რომ ვითამაშეთ”.

ტუხელი: “რთული მატჩი იყო, ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ”.

კლოპი: „ორიჯი – ლეგენდა! იმედია ის შეხვდება ისეთ მწვრთნელს, რომელიც მას უფრო ხშირად შეუშვებს მოედანზე, ვიდრე მე“.

გვარდიოლა: „სიტიმ“ ბევრი მომენტი გაუშვა. მადლობა ბერნარდოს, არ დაგვაღალატა“.

“მანჩესტერს” პრემიერლიგაში ნოემბერში მოგება არ ჰქონდა, დეკემბერში კი ორიდან ორივე მოიგო.

პრემიერლიგა – XV ტური

ვესტ ჰემი – ჩელსი 3:2
ვულვერჰემპტონი – ლივერპული 0:1
საუთჰემპტონი – ბრაიტონი 1:1
ნიუკასლი – ბარნლი 1:0
უოტფორდი – სიტი 1:3
ლიდსი – ბრენტფორდი 2:2
მანჩესტერი – კრისტალ პალასი 1:0
ტოტენჰემი – ნორვიჩი 3:0
ასტონ ვილა – ლესტერი 2:1

ორშაბათი, 6 დეკემბერი
ევერტონი – არსენალი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეპიკური ბრძოლა: ლევანდოვსკის მესი წამოაძახეს და ყველაფერი ერთ მატჩში – XIV ტური

ორმაგი გასწრება – XVI ტური