საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის და შესაძლოა, სეზონის მთავარი თამაში ბათუმის “დინამოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მაყურებლებით გაიმართება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე დასწრება შესაძლებელი გახდა. ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სეზონის გადამწყვეტი მატჩია. ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 7 ტურია დარჩენილი, ბათუმის “დინამო” მომდევნო მეტოქეს 7 ქულით უსწრებს და თუ არ წააგებს, ისტორიაში პირველი ჩემპიონობისკენ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.
დინამოების შეხვედრა 20 ოქტომბერს, 18:30 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე მალე დაიწყება და ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმური კლუბის ფეისბუქის გვერდზე განთავსდება.
GIPHY App Key not set. Please check settings