in

ლიანა ჯოჯუა კარიერის დასრულებას აპირებს

UFC-ს ყოფილი მებრძოლი ქართველი ლიანა ჯოჯუა, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ზედიზედ სამი მარცხის გამო vUfc-ს დაემშვიდობა, საერთოდ კარიერის დასრულებას გეგმავს.

ამის შესახებ ჯოჯუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ამის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ადრე ამ საქმით იმიტომ ვიყავი დაკავებული,რომ ძალიან მიყვარდა და მომწონდა. ვიყავი გოგონა,რომელიც გავიზარდე სპორტში და ამას 10 წელი შევალიე. ამ სპორტის მიმართ ის სიყვარული ახლა ნამდვილად აღარ მაქვს. რაც არ უნდა საშინლად ჟღერდეს ეს ყველაფერი. მაქვს ბევრი იდეა და დავიწყებ მათი განხორციელებას. ვფიქრობ ჩემი ბიზნესის წამოწყებას. ჩემი ცხოვრება, ბრძოლებში ნამდვილად არ თავდებოდა“ – განაცხადა ჯოჯუამ

ჯოჯუამ UFC-ში 4 ბრძოლა გამართა და 3-ჯერ წააგო. კარიერაში მას 13 ჩხუბი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 მოგება და 5 მარცხია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილმა მარის სეტი მოუგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა

ქუთაისის აიას ორი ფიჯელი მორაგბე შეუერთდა