საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრებმა ბელგრადში გამართული ახალგაზრდული ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულეს – 2 ოქრო და 1 ბრინჯაო.
მსოფლიო ჩემპიონები ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე გახდნენ. ბრინჯაოს მედალს კი, ფრიდონ აბულაძე დაეუფლა.
მოჭიდავეები სამშობლოში დღეს, გამთენიისას დაბრუნდნენ. თბილის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.
მსოფლიო ჩემპიონმა ლერი აბულაძემ კი, კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი იმ მიზნის შესრულება რაც მქონდა. ამ ტურნირზე ჩემპიონობის მტავარ ფავორიტად ვითვლებოდი და მიხარია, რომ იმედები გავამართლე და საქართველოს ოქროს მედალი მოვუტანე.”-გვითხრა ლერი აბულაძემ
შეგახსენებთ, დღეს სერბულ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. წინასწარი შეხვედრები 13:30-ზე. ნახევარფინალები კი, 19:00-დან დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings