ლერი აბულაძე და ზურაბ იაკობიშვილი რეიტინგის სათავეში!
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებულ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში წონების მიხედვით განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა.
თავისუფალ სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ) წონის ლიდერები არიან.
თავისუფალი სტილით ჭიდაობა: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) წონის მეჩვიდმეტე ნომერია, თეიმურაზ ვანიშვილი-მე-16, ბექა ლომთაძე მე-19, ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ.) – მე-10, ტარზან მაისურაძე (86 კგ.) – მე-16, მირიან მაისურაძე (92 კგ.) – მე-13, ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) კი – მე-14 ადგილებს იკავებენ. მძიმე წონით კატეგორიაში (125 კგ.) მე-2 პოზიცია შეინარჩუნა გენო პეტრიაშვილმა, რომელიც ევროპირველობის ფინალში სახელოვან თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა პირველი პოზიციიდან ირანელი ამირ ზარე ჩამოაქვეითა.
ბერძნულ-რომაული-60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ირაკლი ძიმისტარიშვილი მე-17 ადგილზე იმყოფება, ხოლო ფრიდონ აბულაძე 30-ეა. რამაზ ზოიძემ (67 კგ.) მე-2 საფეხური შეინარჩუნა, გელა ბოლქვაძე და ბექა მამუკაშვილი (ორივე – 77 კგ.), შესაბამისად, 37-ე და 44-ე პოზიციებზე არიან, ხოლო გიორგი მელია და რევაზ ნადარეიშვილი (ორივე – 97 კგ.) მე-9 და 38-ე ადგილებზე იმყოფება.
GIPHY App Key not set. Please check settings