in

ლეო კვლავ საუკეთესოა – უკვე მერვედ

პარიზის თეატრ “შატლეში” „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, “ფრანს ფუტბოლის” მთავარი ჯილდო კარიერაში მერვედ არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესიმ მიიღო.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს. საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა), ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად – “ბარსელონა” აღიარეს.

საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) მიიჩნიეს.

წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოვეს.

საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ “მანჩესტერ სიტი” დასახელდა. ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა, ცერემონიის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ ყოფნა მომიწევდა. ამის გამო ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ. ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და მათთან ერთად აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დიდებული ფეხბურთელები არიან და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. მესიმ “ოქროს ბურთის” მოგება დაიმსახურა. მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მან მუნდიალზე გააკეთა” – თქვა კვარაცხელიამ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტენერიფე კვლავ პირველზეა

აიაქსს ახალი მწვრთნელი ჰყავს