საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევმა ლევან შენგელიამ ახალ კლუბში, ბელგიურ “ლიოვენში” პირველი გოლი გაიტანა. იუპილერ ლიგის ტურებს შორის “ლიოვენმა” “მეხელენთან” ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 2:1 მოიგო.
ლევან შენგელია მატჩში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და გუნდის ახალწვეულმა მე-2 ტაიმში გოლიც გაიტანა. პირველ ტაიმში მან ორჯერ სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერ დაასრულეს კომბინაცია. მეორეში კი ლევანმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings