in ,

ლევან ყენია მწვრთნელობას იწყებს: ქართველი გერმანიის რეგიონლიგის კლუბში იმუშავებს

საქართველოს ნაკრებისა და ”შალკეს” ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ კარიერა დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

30 წლის ქართველი გერმანიის რეგიონალური ლიგის კლუბ “ერდინგენის” მთავარი მწვრთნელის, დმიტრი ვორონოვის ასისტენტი გახდა. ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი Rp-online.de ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებისა და “შალკეს” ექს-ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩა და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 30 წლის ქართველი გერმანიის რეგიონალური ლიგის კლუბ “ერდინგენის” მთავარი მწვრთნელის, დმიტრი ვორონოვის ასისტენტი გახდა. ინფორმაციას გერმანული ვებგვერდი Rp-online.de ავრცელებს.

გასულ სეზონში “ერდინგენი” რანგით მესამე ლიგიდან მეოთხე ლიგაში გავარდა.

ყენია სხვადასხვა დროს თბილისის “ლოკომოტივის”, “შალკეს”, ლვოვის “კარპატის”, დიუსელდორფის “ფორტუნას”, პრაღის “სლავიას”, ლუქსემბურგის “დუდელანჟისა” და “საბურთალოს” ღირსებას იცავდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტოშედევრი: ივლისის მთელი სილამაზე – ბალახი-მაყურებელი, უსიმპატიო ჩახუტება, მესის ზარი და ოლიმპიადა

ოლიმპიადა დამთავრდა, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში გუშინ დაიწყო: ფხენიანი თამაშებს ახლა აშუქებს