საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდა და ეროვნული ლიგის პირველ ტურში საინტერესო მატჩებიც ვიხილეთ. ისიც ფაქტია, რომ გუნდები ჯერ იდეალური ფორმისგან შორს არიან და ფეხბურთელებს შეთამაშების პრობლემა აქვთ.
ამ დროისთვის ექსპერტთა აზრით, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ფავორიტი ბათუმის “დინამოა”. აჭარლებმა, სხვებთან ეღთად, საქართველოს ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელები – ლევან მჭედლიძე და ჯანო ანანიძე დაიმატეს.
მჭედლიძის შემდეგ ანანიძეც: ბათუმის დინამო ნაკრების ფეხბურთელებით ძლიერდება
“ბათუმის “დინამოში” გადმოსვლით კმაყოფილი ვარ. საკმაოდ ამბიციური გუნდია, რომელიც აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. აქ ოჯახი დამხვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებისთვის და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში”, – ამბობს ლევან მჭედლიძე.
ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” გრიგოლ ჩაბრაძის გოლით დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings