“გამარჯვებას ვგეგმავდით, უიმედოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ. წინა დღესაც ვთქვი, რომ მარტივი არაა, იტალიის ნაკრებთან გამარჯვება დაგეგმო და განახორციელო. ის სამუშაო, რაც ერთი კვირის განმავლობაში შევასრულეთ, იმედის უფლებას იძლეოდა.
ამ გამარჯვებით ყველას ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია “დიდ გუნდებს” ვეთამაშოთ. ამან “რაგბის მამები” უნდა დააფიქროს.
“კრიტიკაზე ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს, მთავარი ისაა, რომ საქმის კეთებას არასდროს ვაკლებთ. ძალიან რთული პრობლემები გავიარეთ. მაგალითად, თაობათა ცვლა. ახალგაზრდა მოთამაშეს სადღაც უნდა ენდო, ზოგჯერ ეს არ ამართლებს. ბევრი დასანანი მატჩი გვქონდა.
“რვა ერზე” ასეთი მესიჯი გვქონდა – ყველა შეხვედრაში ბოლომდე გვეთამაშა და ტაბლოზე არ შეგვეხედა. დღეს ასეთი დღე არ იყო და ტაბლოს შევხედეთ. ჩვენზე ბევრი კრიტიკა მოდის, სელექციას გვიწუნებენ და ერთის ნაცვლად მეორეს გვთავაზობენ. ეს ხომ ამ ბიჭების შეურაცხყოფაა. ამ გამარჯვების შემდეგ დიდი თავდაჯერება გვექნება და ამ გზაზე ძალიან გამოგვადგება.
გაწბილებული გულშემატკივრის ნახვა წაგებულ მატჩზე უარესია. მარტივი მატჩი არ იყო. ყველა ეტაპზე სცადეს, ეს შედეგი ყველა მეთოდით დაეტრიალებინათ”.
GIPHY App Key not set. Please check settings