საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან კორღალიძე დააბრუნა. გუნდი, ხვიჩა შუბითიძემ დატოვა. შეგახსენებთ, რომ , რომელიც აპრილში სწორედ კორღალიძის სანაცვლოდ დანიშნა, ახლა კი, საპრისპირო როქი შედგა.
“მოხარული ვარ, რომ საბურთალოში დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. საბურთალოდან წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები საბურთალოში“, – განუცხადა კორღალიძემ საბურთალოს პრეს-სამსახურს.
GIPHY App Key not set. Please check settings