2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყისი მატჩების ჩატარების შემდეგ, პირველი არხის სპორტულ გადაცემაში კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა. კობიაშვილი აღნიშნავს, რომ ნაკრების სამწვრთნელო გუნდმა ფეხბურთელებთან ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგად იმუშავა.
ხვიჩამ 90 წუთის ერთ დონეზე თამაში უნდა ისწავლოს – ვილი სანიოლი საქართველოში კომფორტულადაა
“დარწმუნებული ვარ, სანიოლთან ერთად ამ გუნდს მომავალი აქვს. მიხარა, რომ სამწვრთნელო სტაფისა და გუნდის ერთიანობამ კარგად იმუშავა. ცხადია, იდეალური არაფერია, რაღაც დეტალებით უკმაყოფილოც ვიქნებით, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია. ყველაზე ძალიან რაც მომეწონა, სათამაშო დისციპლინაა. ვიცით, რა არის საქართველოს ნაკრების სუსტი რგოლი და ამაზე მომდევნო სანაკრებო ფანჯრისას ვიმუშავებთ.
საბერძნეთთან მატჩში დასანანი გოლი გავუშვით, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება. ბოლო წუთებში საქართველო უფრო იყო გუნდი, ვიდრე საბერძნეთი”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს
GIPHY App Key not set. Please check settings